საქართველოს მტკნარი წყლის წყალმცენარეთა ფლორა მაღალი სახეობრივი
მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ისეთ საარსებო გარემოში, როგორიცაა
მდინარეები, ნაკადულები, ღელერეოფილების ჩვეულებრივი სახეობებია: Cladophora glomerata, Hydrurus foetidus,
Ulotrix zonata და სხვა. ეპიფიტებიდან უპირატესად შემდეგი გვარების
წარმომადგენლები გვხვდება: Diatoma, Synedra, Cocconeis, Riocosphenia და
Gonphanema.ები, ჭარბობენ ე.წ. ბენთალური კომპლექსები.ეპილითებს შორის ყველაზე უფრო ჭარბად არიან წარმოდგენილნი Merismopedia
glauca, Gloeocarpa turgida, Achnanthes lanceolata და Cymbella affinis.
მდგარ წყლებში (ტბები, წყალსატევები, ტბორები, გუბეები, ჭაობები)
დომინირებენ პლანქტონური ბიონტები, რომელთა შორის სიხშირით
გამოირჩევიან: Merismopedia tenuissima, Microcystis aeruginosa, Gomphosphaeria
lacustris, Ceratium hirundinella, Gloeococcus schroeteri, Pediastrum tetras, და
Scenedesmus arcuatus. სანაპირო ზოლში ყველაზე უფრო ჩვეულებრივი ბენთოსური
ფორმები განეკუთვნებიან ეპიფიტებსა და ეპილითებს. ჯავახეთის ზეგანის ტბებში
გავრცელებულია ჩრდილო-ალპური კრიოფილური კომპლექსები, რომელთა
შემადგენლობაში წარმოდგენილია: Melosira distans, Meridion circulare, Diatoma
anceps, D. hiemale და
Eunotia alpina.
No comments:
Post a Comment